ყრილობა ფეხბურთის ფედერაციაში

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს. საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, სადაც 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ყრილობაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. წესდების დარღვევისთვის და გარიგებული თამაშებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტობიდან გარიცხეს ზუგდიდის „დინამო“.

პრეზიდენტის არჩევნებში კი კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო, რომელსაც 28-ვე დელეგატმა მისცა ხმა – ის ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობაზე ზედიზედ მესამედ აირჩიეს.