თეირანში აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის დაკრძალვის ცერემონია იმართება. სამგლოვიარო ღონისძიებას ათასობით ირანელი, მათ შორის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეიც ესწრება. მსვლელობის მონაწილეები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებენ. ყასემ სოლეიმანის ცხედარს დღეს ქალაქ ყუმში გადაასვენებენ. სამშაბათს კი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.