წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ბრალს არ აღიარებს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მიაწოდა, რომელიც დაკავებულთან ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ დააკავეს, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ასევე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუაც, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით აიყვანეს.

ვაკო ორმოცაძე გვეტყვის, რა განცხადება გააკეთა გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატმა იზოლატორის დატოვების შემდეგ.