წითელას ვაქცინაცია კატეგორიულად იკრძალება ორსულებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფეხმძიმე ქალბატონებს მიმართავს, რომ არ ჩაიტარონ აცრა, რადგან ვაქცინა მათ შემთხვევაში უკუჩვენებას იწვევს.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინაციის რეკომენდაცია ორსულების შემთხვევაში, მხოლოდ გრიპის ვირუსზე გასცა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას 716 შემთხვევა ფიქსირდება და სტატისტიკა, ჯერჯერობით, მზარდია. ამ დროისთვის აცრილია 22 000 მოქალაქე. გამყრელიძე გარდა ორსულებისა, ყველას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.