დაამტკიცებს თუ არა აშშ უკრაინისა და სხვა მოკავშირეების დახმარების სადავო პაკეტს – შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი. 95 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის მიღების შემთხვევაში, სენატი მის დაუყოვნებლივ დამტკიცებასა და პრეზიდენტისთვის გადაგზავნის პირობას დებს.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც წინა წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანშები ამოიწურა. კონგრესის გადაწყვეტილებამდე, უკრაინას თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრები ჰპირდებიან.