ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, იპოვონ თითოეული რუსი სამხედრო, რომლებმაც კიევის ოლქში სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და პასუხისგებაში მისცენ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სულ უფრო უკეთ ესმით, თუ როდის და რა სჭირდება უკრაინას რუსი ოკუპანტებისგან თავის დასაცავად.