ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელების წინააღმდეგ წავა, თუ ის უკრაინის ნაცვლად რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა არა მხოლოდ ვერ იბრძოლებს ახალი მიღწევებისთვის, არამედ თავის დაცვაც გაუჭირდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ესაუბრა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს უკრაინისთვის დახმარების პაკეტზე და ამ საუბრის შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი.