2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 900 ათასამდე ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტია. ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, წალკის კანიონი, სათაფლია და მტირალას ეროვნული პარკი. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.