საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია ოჯახზე, რომელთა ორი წევრიც სოხუმში 5 მაისს სოჭიდან დაბრუნდა.
საერთო ჯამში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვირუსი 25 პირს აქვს დადგენილი. ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილია 1925 წელს დაბადებული ქალი, რომელსაც სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.
რაც შეეხება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს, აქ უკვე მესამე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღრიცხულია ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა, კარანტინში 340 ადამიანი იმყოფება.