„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ იწონებენ და აცხადებენ, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა. ამიტომ, ისინი მოქმედების ალტერნატიულ გეგმაზე გადადიან. დღეს ვარლამ გოლეთიანის ორგანიზებით აქციები სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. დედაქალაქში კი 23 მაისს შეიკრიბებიან.
რამდენიმე წუთის წინ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ვარლამ გოლეთიანმა განცხადება გააკეთა. ამ განცხადებას ირმა ჭოლაძე გაგვაცნობს.