ახლო აღმოსავლეთში ისევ მძიმე ვითარებაა. ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. დაღუპულია სამი მათგანი. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ღაზას ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციისას მოხდა. ისრაელელმა სამხედროებმა მძევლები შეცდომით საფრთხედ შეაფასეს და ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარის გამო, მწუხარება გამოთქვეს.