ვისზე გააკეთებს არჩევანს იუსტიციის საბჭო და პარლამენტი და ვის აირჩევენ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. სურვილი 144 კანდიდატმა გამოთქვა. რეგისტრაცია გენერალურმა პროკურორმა და სხვა მოქმედმა თანამდებობის პირებმაც გაიარეს. ბედს კიდევ ერთხელ ცდიან ის მოსამართლეები, რომლებიც გასულ წელს პარლამეტში წარდგენილ სადავო ათკაციან სიაში იყვენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს მიხეილ ჩინჩალაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ეჭვს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ახალ სიაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები მაინც მოხვდებიან. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ კანდიდატებს ობიექტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეარჩევენ.
გიორგი კობერიძე დეტალებით.