„ვეტინგის სისტემის“ დანერგვა ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში – ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი ინიციატივას ემხრობა და ამბობს, რომ სისტემის დანერგვა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია.
განსხვავებული მოსაზრება აქვს უმრავლესობას, ოპოზიციის ერთ ნაწილსა და მოსამართლეთა თითქმის მთელ შემადგენლობას. უზენაესმა სასამართლომ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი წერილიც გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს „ვეტინგის სისტემის“ დანერგვა. გამონაკლისი ამ ეტაპზე რამდენიმე მოსამართლეა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კეთილსინდისიერებაზე უცხოელი ექსპერტების მიერ ქართველის შემოწმება, პრობლემას არ წარმოადგენს.