პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი წერს: „სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა,“ – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობამ საერთო განცხადება შეიმუშავეს, სადაც განმარტებული იყო, რომ ისინი ე.წ. ვეტინგის სისტემას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეწინააღმდეგებიან.