ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც თბილისში დაიწყო, „ბლექ სი არენაზე“ ოპერა „აიდას“ ჩვენებით გაგრძელდა. „ბლექ სი არენაზე“ ეს საოპერო სპექტაკლის წარმოდგენის პირველი შემთხვევაა. უპრეცედენტოა ასევე ვერდის ფესტივალის გამართვა საქართველოში.
ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და წელს პირველად იტალიის საზღვრებს გასცდა. პომპეზური სანახაობის დეკორაციებიც და კოსტიუმებიც იტალიაშია დამზადებული. ფესტივალი ხვალ „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალა კონცერტით დასრულდება.