ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს აერთიანებს – ვენეციაში კარნავალი მიმდინარეობს. ათდღიან აღლუმებსა და წვეულებებში მონაწილეობის მისაღებად მოგზაურები იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან – მხიარული მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმირებული შოუები და, რა თქმა უნდა, საოცარი იტალიური კერძები – ეს არის ის, რაც წელიწადის ამ დროს ტურისტებს ასე იზიდავს. 2025 წლის კარნავალის თემა კაზანოვას დროა. ფესტივალი 14 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით გაიმართება.
ვენეციის კარნავალის ისტორია და წელს დაგეგმილი ღონისძიებები ნახეთ თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.