თბილისის სახელმწიფო აეროპორტში დაკავებულ ვატო ყიფიანს რამდენიმე წუთის წინ ბრალი წარუდგინეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ან გადაზიდვა-გადაგზავნა ედება ბრალად.
როგორც ცნობილია, პროკურატურაში ძმებ ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, ვატო ყიფიანს სწორედ ამ საქმეში მონაწილეობას ედავებოდნენ.