ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორში, თბილისის სახელმწიფო აეროპორტში დაკავებული ვატო ყიფიანისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. ყიფიანი, სავარაუდოდ, დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.
როგორც ცნობილია, პროკურატურაში ძმებ ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, ვატო ყიფიანს სწორედ ამ საქმეში მონაწილეობას ედავებოდნენ.