წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჯვარის პოლიკლინიკის ამცრელი ჯგუფი ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება. მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.
სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში, აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება. ამცრელი ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გააგრძელებენ ვაქცინაციას.