ვაქცინაციის პროცესი შიდა ქართლში

შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში აიცრნენ. ვაქცინის კუთვნილი დოზის მიღება ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. შიდა ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი შვიდ ადგილზე მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების მობილური ბრიგადები.