დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია მილიონ 314 104 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 362 608 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.4 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი. ვაქცინაცია გრძელდება რეგიონებში.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა. სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სამი ბრიგადა ჩაუტარებს. ამცრელმა ბრიგადამ იმუნიზაციის პროცესი სოფელ ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა სოფლის ამბულატორიაში მოქალაქეებს „სინოვაკის“ ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. მომავალი კვირიდან ამცრელი პუნქტები დაბა კაზრეთსა და სოფელ ქვეშშიც დაემატება. „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა ასევე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი.