გართულებული ეპიდვითარების ფონზე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება. დღეს იმუნიზაციის პროცესში მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები ჩაერთვნენ. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა დღეს უნდა განიხილოს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი.
როგორია კოვიდსტატისტიკა საქართველოში და როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია ქვეყანაში, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.