ვაქცინაციის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში

ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში. ამცრელი ჯგუფი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში იმყოფება. სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნარაზენამდე, დარჩელსა და ყულიშკარში მიმდინარეობდა.

სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში.