იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა.
დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აცრა ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ.
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მობილური ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.