ვაქცინაციის პროცესი გორში

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. დღეს სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იცრებიან. თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში ეროვნული გეგმისა და შიდაუწყებრივი გეგმის მიხედვით ტარდება.

დამატებით განხორციელდა საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე პირადი შემადგენლობის ვაქცინაცია. ამჟამად უკვე ვაქცინირებულია თავდაცვის სამინისტროს პერსონალის 17%. სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს ასევე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას.