იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მას შემდეგ, რაც მედიკოსების პარალელურად, 65 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრაც დაიწყო, მოთხოვნა გაიზარდა.
„ასტრაზენეკას“ გარდა, ხვალიდან ვაქცინაცია „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პრეპარატის დოზები პრაქტიკულად სრულად არის შევსებული. დილიდან მედიის თანდასწრებით აიცრა სახალხო დამცველი.
თეონა ბარბაქაძე დეტალებით.