მოსახლეობა აიცრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლამისყანასა და კოდისწყაროში. ვაქცინაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროს მობილურმა ბრიგადამ უზრუნველყო. ადგილობრივების ნაწილი პირველი დოზით, ნაწილი კი მეორე დოზით აიცრა.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დაესწრო. მისი განცხადებით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. კასპის მუნიციპალიტეტის გარდა, ვაქცინაციის მსურველთა აცრა დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაშიც.