ვაქცინაციის პროცესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაცია გრძელდება. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს – 20 მეტყევეს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო აცრა ახალციხის „ევექსის“ რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო.