ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად იმუნიზაციის მარათონი იმართება – მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ.
დილიდან ვაქცინაციის პუნქტები გარდაბანში, ორ სოფელში – ნორიოსა და მარტყოფში განთავსდა. პარალელურად, აცრა მიმდინარეობს მუნიციპალურ ცენტრებშიც.