ვაქცინაციის ახალი ეტაპი

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო. უწყების წარმომადგენლები წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში იმყოფებოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. კამპანიის ფარგლებში, 50 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა, სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

კამპანიის ფარგლებში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში ადგილობრივების ნაწილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს, ბუსტერდოზით აცრის შემთხვევაში კი, 100-ლარიან დანამატს მიიღებს.