ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე. ამ წუთებში მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის ეპიზოდზე მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და მოწმეების დაკითხვა მოითხოვეს. განცხადება გააკეთა გიგა გიგაშვილმაც. მის გარდა, ვაკის პარკის ტრაგედიის გამოყოფილ საქმეში ბრალდებულია კიდევ ერთი ფიზიკური პირი – საექსპერტო კომპანია „მშენებლობის“ ექსპერტიზის წარმომადგენელი. მას ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტის ყალბი ექსპერტიზის დასკვნის გაცემას ედავებიან. ამავე საქმეზე სამი იურიდიული პირი, მათ შორის „გრინსერვისია“ პასუხისგებაში მიცემული.