დაახლოებით ოთხი საათია, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შადრევნის მშენებელი კომპანიის დირექტორი იკითხება. ლაშა ფურცხვანიძე განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდეც იმყოფებოდა. მან გამომძიებლებს განუმარტა, რომ შადრევანმა შემოწმება არაერთხელ გაიარა და რაიმე ტიპის ხარვეზი არ გამოვლენილა.
კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ შემთხვევა წინასწარ განზრახული ყოფილიყო. დღესვე კომენტარი გაკეთდა თბილისის მერიაში.
რას აცხადებენ დედაქალაქის მთავრობაში და იკვეთება თუ არა ახალი გარემოებები საქმეში, თემაზე ვრცლად გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს.