ვახტანგ კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ – სამოქალაქო პანაშვიდები კი 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.