იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს საბჭო მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს, თინა ვაშაყმაძეს და ლაშა თავართქილაძეს მოუსმენს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს კითხვები სასამართლოდან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ, ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მისი კითხვები შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებებს სასამართლოსთან დაკავშირებით.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.