ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უკრაინული დაზვერვის განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია და საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს. ლაშა ხუციშვილის თქმით, წარმოუდგენელია სანქცირებული პროდუქტი საქართველოდან ევროკავშირში მოხვდეს, რადგან არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს.
შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ბელორუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მოსკოვი გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი. ასევე, დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.