უკრაინიდან ისევ დუმილია – მძიმე ბრალდების გაჟღერების შემდეგ ოფიციალურ კიევს დამატებითი განმარტებები ან მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
ოფიციალური თბილისი მტკიცების ტვირთს უკრაინას აკისრებს და სწორედ მისგან ელოდება ფაქტებს იმ ბრალის დასამტკიცებლად, რომლის მიხედვით საქართველოს რუსეთი სანქციებისგან გვერდის ასავლელად და კონტრაბანდული იარაღის მისაღებად იყენებს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყების მიერ გავრცელებულ და ვიცე-პრემიერის მიერ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გახმოვანებულ ბრალდებას დღეს პირველად ეხმაურება პრემიერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პროდუქციის გატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორი უნდა იყოს შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების რეაგირება – ოპოზიციაში პოზიციები იყოფა. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საგამოძიებო ჯგუფის შექმნის მოთხოვნა ოპონენტთა ნაწილის დღის წესრიგში რჩება.