უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია ბრიუსელში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ზელენსკიმ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ ამ კურსზე დარჩეს. მან პუტინს უწოდა დიქტატორი, რომელიც ევროპული ცხოვრების წესს ებრძვის. თავის მხრივ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პასუხი რუსეთის აგრესიაზე უნდა იყოს საფრთხის პროპორციული, საფრთხე კი მისი თქმით, ეგზისტენციალურია. მან ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, განიხილონ კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების მიწოდება. ევროპარლამენტიდან ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე გაემართება, სადაცა კიევის მხარდაჭერას განიხილავენ.