უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს. მშვიდობის ხიდზე შეკრებილებმა უკრაინის ერთობის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად, ჯაჭვი გააკეთეს. მათი მოთხოვნაა, რომ მსოფლიომ უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება განაგრძოს, ასევე გერმანიისგან ტანკების მიიღონ, მეორე მოთხოვნა კი, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებაა. აქციას სოლიდარობის ნიშნად ქართველებიც შეუერთდნენ.
ეს დღე მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აღინიშნება, მათ შორის არის თბილისიც.