უკრაინის ერთიანობის დღე და ომის მოლოდინი. თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ეროვნული დროშებია აღმართული. დილიდან უკვე შესრულდა ეროვნული ჰიმნი. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის საზღვრებთან დღეს მოულოდნელი არაფერი შეიმჩნევა. შს მინისტრი კი პირობას დებს, რომ უკრაინა არ დაუშვებს სეპარატისტულ გამოვლინებებს, რასაც 2014 წელს ჰქონდა ადგილი.
კიევიდან ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩაგვერთვება – ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე.