უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. 40 წლის გურგენ გაგნიძის სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. ოჯახის განცხადებით, ის ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ის ოცმეთაური იყო. 6 ნოემბერს კი, კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ლევან სახელაშვილს ჩამოასვენებენ. რუსეთის აგრესიას უკრაინასთან ომში 24 ქართველი მებრძოლი შეეწირა.