უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები – დავით ქუჩუკიანი და მიხეილ მაზანაშვილი დღეს საგვარეულო სასაფლაოზე, მშობლიურ სოფლებში, ბებნისსა და ზერტში სამხედრო პატივით დაკრძალეს. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გმირულად დაღუპული მებრძოლები გამოცდილი სამხედროები იყვნენ, ისინი უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტში დაიღუპნენ.