უცნობი ნივთიერებით გარდაცვლილი ახალგაზრდების საქმე

ამ დრომდე უცნობია, რა ნივთიერება გახდა ბოლო რამდენიმე დღეში ოთხი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. ნარკოლოგები არ გამორიცხავენ, რომ საქმე არა მეფედრონთან, არამედ ბევრად ძლიერ სინთეზურ ნარკოტიკთან გვქონდეს.

შეკითხვაზე საბოლოო პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. მანამდე, მოქალაქეებს ყველა მოუწოდებს, არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები.

ერთი-ერთი ვერსიით, შავ ბაზარზე შესაძლოა, ვრცელდებოდეს სინთეზური პრეპარატი ფენტანილი, რომელიც გასულ წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ათიათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.