უცხოელი კონსულტანტები საქართველოში

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს. ქვეყანაში მყოფი კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან, შეისწავლიან ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ, შემდეგ კი პოტენციურ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოთი მეტი ინვესტორის დაინტერესებაა.