ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მეშახტეების სიცოცხლე ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ქვანახშირის მოპოვებაზე დასაქმებულებს ამ წუთებში ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობაში კითხავენ. პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, გამომძიებლების შეკითხვებს ოსტატ-ამფეთქებლები პასუხობენ.
შეგახსენებთ, ხუთი დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.