ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

15:39, 20.07.2018

ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მეშახტეების სიცოცხლე ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ქვანახშირის მოპოვებაზე დასაქმებულებს ამ წუთებში ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობაში კითხავენ. პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, გამომძიებლების შეკითხვებს ოსტატ-ამფეთქებლები პასუხობენ.

შეგახსენებთ, ხუთი დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი