ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გამგეობოს შენობის წინ შეკრებილი მეშახტეები საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ან შემცირებას, საპენსიო ასაკის დაწევას, ქალაქის მერისგან კი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ტყიბულის მერი თეიმურაზ ჩუბინიძე შეხვდა. მან მოისმინა მეშახტეთა მოთხოვნები და აქციის მონაწილეებს შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას შეპირდა.

მერის თქმით, მომავალ კვირაში მეშახტეებს რაიონის მაჟორიტარს და პარლამენტარებს შეახვედრებს.

დატოვე კომენტარი