ტყიბულში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად აქცია მიმდინარეობს
ტყიბულში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების პატივსაცემად აქცია მიმდინარეობს

ტრაგიკულად დაღუპულ ექვს მეშახტეს ტყიბულში აქციით ემშვიდობებიან. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. აქცია თეატრის შენობის წინ დილამდე გაგრძელდება.

მასში გარდაცვლილი მეშახტეების ნათესავები, მეგობრები, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

აქციას არ აქვს პროტესტის სახე და აქციის მონაწილეები რაიმე მოთხოვნებს არ აყენებენ.

ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ მეშახტეს ხვალ, ერთ დაღუპულს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.

დატოვე კომენტარი