თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს
თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვაში ბრალდებული 18 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში ჩატარდა. 300-ზე მეტმა პოლიციელმა სამი სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა შორის არიან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული.
გამოძიების ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციაში ცრუ დაპირების საფუძველზე ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაპირდნენ, შემდეგ კი პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.
თურქული მედიის ცნობით, სამივე ქალი გაათავისუფლეს და ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.