თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, ასობით პირი კი დაშავდა. ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტად ელაზიღისა და მალათიის პროვინციები დაზარალდა. დანგრეულია 30-ზე მეტი შენობა. კიდევ ათობით სახლი დაზიანდა.
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს საათებში მოხდა. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები თითქმის 15 წამი გაგრძელდა, რასაც 90-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ამ მომენტისთვის სტიქიის ზონაში მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები მუშაობენ.