რამდენიმე საათში ბათუმში გაირკვევა, ვის მიენიჭება მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ტურიზმის ოსკარი. პრესტიჟული ტიტულისთვის იბრძვის ბათუმი, როგორც ქალაქი. ამასთან შეგახსენებთ, რომ ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს World Travel Awards-ის ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება. გრანდიოზული გალაკონცერტისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
World Travel Awards-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.